თავი 3. მართვის ელემენტის დაპროექტება ფორმაზე. ინტერაქტიული Web-გვერდის შექმნა
3.1. მართვის ელემენტი DataGrid

მონიშნეთ მართვის ელემენტი DataGrid. თითი დააჭირეთ თაგუნას  მარჯვენა ღილაკს და გამოსულ კონტექსტურ მენიუში მონიშნეთ სტრიქონი Show Smart tag. გამოვა მენიუ DataGridTasks/სურ. 3.4/.

სურ. 3.4. DataGridTasks

3.1.1. მონაცემების ბაზასთან დაკავშირება
  • სურ. 3.5-ზე ველში Choose Data Source ჩამოშლილ მენიუში მონიშნეთ სტრიქონი ე.წ. Data source    /სურ. 3.6/

სურ. 3.5. მონაცემების წყაროს შესარჩევად ბრძანების მიცემა
 
  • გამოვა ფანჯარა, რომელშიც მონიშნეთ იარლიყი Access Database და დააჭირეთ ღილაკს OK/სურ. 3.6/:

სურ. 3.6. მონაცემების წყაროს არჩევა. მონიშნულია Access

  • გამოვა ფანჯარა. დააჭირეთ ღილკას Browse. გამოვა ფანჯარა Select Microskft AccessdataBase. მონიშნეთ ამ ფანჯარაში ბაზის სახელი და დააჭირეთ ღილაკს OK. დაბრუნდებით წინა ფანჯარაში Choose a Database, რომელშიც დააჭირეთ ღილაკს Next. გამოვა ფანჯარა SQL-ის ინსტრუქციის ფორმირებისთვის/სურ. 3.7/.

სურ. 3.7. დიალოგური ფანჯარა SQL-ის ინსტრუქციის ფორმირებისთვის

დიალოგური ფანჯრის Configurate Data Source ველში Name ჩამოწერილია მონაცემების ბაზაში არსებული ცხრილების და შეკითხვების დასახელებები. ცხრილის დასახელების შერჩევის შემდეგ ველში Column ჩამოწერილია ცხრილის სვეტების (ველების) დასახელებები. დავუშვათ, შეარჩიეთ ცხრილი tbstudentiz, მაშინ Columns ჩამოიწერება ამ ცხრილის სვეტების დასახელებები.
მონიშნეთ სვეტების დასახელებები, რომელთა გამოტანაც გსურთ მართვის ელემენტზე DataGrid. მონიშვნის თანმიმდევრობა განაპირობებს Select ინსტრუქციაში ველების თანმიმდევრობას. ამავე დროს ავტომატურად იწერება SQL ინსტრუქციის ნაწილი FROM/სურ. 3.8/

სურ. 3.8. ფორმირებული SQL ინსტრუქცია SELECT და FROM განყოფილებებით

3.1.2. SQL ინსტრუქციის ნაწილის Where ფორმირება 

დიალოგურ ფანჯარაში Configurate Data Source დააჭირეთ ღილაკს WHERE. გამოვა ფანჯარა WHERE-ს ფორმირებისთვის/სურ. 3.9/.

სურ. 3.10. SQL ინსტრუქციის ფორმირებული WHERE ნაწილი
 
OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაბრუნდებით ფანჯარაში, რომელშიც ORDER BY ღილაკზე დაჭერით ანალოგიურად მიუთითეთ, რომელი ველით გსურთ დახარისხება. ჩვენ შევარჩიეთ გვარი. საბოლოოდ SQL ინსტრუქცია მიიღებს სახეს /სურ. 3.11/.

სურ. 3.9. დიალოგური ფანჯარა SQL ინსტრუქციის WHERE ფორმირებისთვის

  • ამორჩეული სტრიქონი Control მიუთითებს, რომ ამორჩევის პარამეტრის მნიშვნელობა ჩაწერილი იქნება მომხარებლის მიერ TextBox-ში ან სხვა ანალოგიურ მართვის ელემენტში. ველში Parameter properties Control_ID მიუთითეთ ჩვენ მიერ დაპროექტებული TextBox-ის სახელი. ამ ოპერაციების შესრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Add. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ველში SQL Expression სისტემის მიერ ჩაიწერება ინსტრუქციის ფორმირებული ნაწილი. დააჭირეთ ღილაკს OK /სურ.3.10/.
  • შეარჩიეთ მონაცემების ბაზიდან მონაცემების ამორჩევის პარამეტრები. ჩვენ გვსურს TextBox-ში გვარის (ან გვარის ნაწილის) ჩაწერა და CommandButton ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ მონაცემების ბაზიდან ამოირჩევა ყველა იმ სტუდენტის გვარი, რომელიც იწყება TextBox-ში ჩვენ მიერ ჩაწერილი ასოებით (მაგ., „ლო”). მონაცემების ბაზიდან მონაცემების ამორჩევის შემდეგ პარამეტრების დასაპროექტებლად და შესაბამისად SQL ინსტრუქციის WHERE-ს ნაწილის ავტომატურად დასაპროექტებლად: ველში Column სიიდან ამოარჩიეთ „გვარი”, ველში Operation სიიდან ამოარჩიეთ LIKE, ხოლო ველში Source სიიდან– control

სურ. 3.11. დაპროექტების შემდეგ მიღებული SQL ინსტრუქცია

თუ გსურთ თქვენ მიერ დაპროექტებული SQL ინსტრუქციის ტესტირება, მაშინ დიალოგურ ფანჯარაში Configurate Data Source დააჭირეთ ღილაკს Next. გამოვა ფანჯარა, რომელშიც დააჭირეთ ღილაკს test Query. ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომლის ველში Value ჩაწერეთ საძებნი მნიშვნელობა. ჩვენ ჩავწერეთ "ლო” /სურ. 3.12/